Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წყალი "რუსთავის წყლის" აბონენტებსაც უძვირდებათ

5a44e5f5717cd
დავით ჯალაღონია
28.12.17 16:38
952
"რუსთავის წყლის" გაუმრიცხველიანებელ მოსახლეობას და არასაყოფაცხოვრებო სექტორს წყლის ტარიფი უძვირდება. რაც შეეხება გამრიცხველიანებულ აბონენტებს, მათთვის ტარიფი უცვლელი რჩება - დღგ-ის ჩათვლით 0.405 ლარი. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მრიცხველის არმქონე აბონენტები მომავალი წლიდან ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 თეთრით მეტს, - 2 ლარსა და 281 თეთრს გადაიხდიან, არასაყოფაცხოვრებო სექტორში კი 1 მ3-ზე გადასახადი 43 თეთრით, 3 ლარი და 644 თეთრამდე იზრდება. აღნიშნული ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრდან შევა და 2020 წლის ჩათვლით იქნება.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.