Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Amazon, უორენ ბაფეტი და JP Morgan სამედიცინო კომპანიას ქმნიან

5a72e92469f97
BM.GE
01.02.18 14:16
781
Amazon ბანკი JPMorgan და ჰოლდინგი Berkshire Hathaway ერთობლივ სამედიცინო სერვისს შექმნიან. ახალი კომპანია, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი სისტემა იქნება მომხმარებელს პირდება რომ სამედიცინო მომსახურება უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გახდება.

უორენ ბაფეტის განცხადებით, ამერიკული ჯანდაცვის სისტემის „გაბერილი ფასი ეკონომიკის პარაზიტად“ იქცა.

ახალი ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებასაც ჯერჯერობით არ ასახელებენ, სამედიცინო მომსახურების ახალ სისტემას ააწყობს, რომლითაც აღნიშნული სამი კორპორაციის თანამშრომლები და მათი ახლო ნათესავები ისარგებლებენ. The Guardian-ის მონაცემებით, ამ კომპანიების თანამშრომლების რაოდენობა მილიონს აღემატება. თუმცა, როგორც JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა ჯეიმ დაიმონმა განაცხადა, სამომავლოდ სერვისი ყველა ამერიკელს გაუწევს დახმარებას, ამიტომაც არსებობს ვარაუდი, რომ ორგანიზაცია სხვა კომპანიებსაც მოემსახურება.

კომპანიაში ჩასადები ინვესტიციის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ახალი სამედიცინო სერვისის დაარსებაზე განცხადებამ, ბაზარზე რყევები უკვე გამოიწვია. ჯანდაცვის სფეროს უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასებმა კლება დაიწყო. მაგალითად, Cigna-სა და Anthem-ს ფასიანი ქაღალდების ფასი 6%-ით შემცირდა, ხოლო CVS Health-ის აქციები - 5%-ით.