Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილი ახალი საჯარო მიწისქვეშა ავტოსადგომებისთვის მიწის გადაცემას მიესალმება

59fb32f0a0930
BM.GE
02.11.17 18:57
795
„მე პირადად, როგორც მოქალაქე, მივესალმები, რომ ტერიტორია მიწისქვეშა პარკინგისთვის იყოს გადაცემული ერთ ლარად",- ამის შესახებ „საქმის კურსს“ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარკინიგის აშენება ქალაქისთვის კარგი იქნება და ის მსგავს ინიციატივებს მიესალმება.

„მიწისქვეშა ავტოსადგომი ვერ იქნება მომგებიან ბიზნესად განხილული. ეს კეთდება უფრო ქალაქისთვის და იმისთვის, რომ ადგილზე არსებული სტიქიური პარკინგის სიტუაცია იყოს გაუმჯობესებული. მე ვთვლი, რომ ეს პირიქით, კარგია ქალაქისთვის. თუ იქნება მეტი ინვესტორი, ვინც ააშენებს მიწისქვეშა პარკინგს, მე პირადად, როგორც მოქალაქე, მივესალმები, რომ ეს ტერიტორია მიწისქვეშა პარკინგისთვის იყოს გადაცემული ერთ ლარად",- აცხადებს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით თანაინვესტირების ფონდს მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად პუშკინის სკვერში მიწა ერთ ლარად გადაეცა. მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა სასტუმროსთან, რომელსაც ასევე თანაინვესტირების ფონდი აშენებს.