Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Forbes 2017 წლის IT-მილიარდერების სიას აქვეყნებს

599ed94a3420c
BM.GE
24.08.17 19:05
649
Forbes-ი მსოფლიოს 2017 წლის ტექნოლოგიური მილიარდერების სიას აქვეყნებს.

რეიტინგულმა გამოცემამ 100 IT-მილიარდერის სია მესამედ შეადგინა და ამჯერად მათი საერთო კაპიტალიზაცია 1.08 ტრილიონი აშშ დოლარით არის შეფასებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. ამის ხელშემწყობად კი გამოცემა ისეთი კომპანიების ფასიანი ქაღალდების გაძვირებას ასახელებს, როგორიც არის Facebook, Amazon.com და სხვა. სიის შემადგენლობის 75%-მა გასული წლის განმავლობაში საკუთარი კაპიტალი კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო რეიტინგის 10 მონაწილის ქონებამ 189 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის აღნიშნულ რეიტინგში ის მილიარდერები შედიან, რომლებმაც თავიანთი ქონება კომპიუტერების, პროგრამული უზრუნველყოფის, სოციალური ქსელების, ონლაინ სერვისებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნის დროს გამოიმუშავეს და გაზარდეს. ტექნოლოგიური მილიარდერების სიმრავლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობას არავის უთმობს და მას ჩინეთი მოყვება.

აღნიშნული სიის 50 წევრი აშშ-ის მოქალაქეა, რომელთა თითქმის სამი მეოთხედი კალიფორნიაში, დანარჩენები კი სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. რეიტინგის 33 მონაწილე აზიიდანაა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ჩინეთის და ჰონგ-კონგის მკვიდრია.

Forbes-ის 2017 წლის IT-მილიარდერების სიის პირველი ათეული ასეთია:
1.ბილ გეითსი - $84.5 მილიარდი
2.ჯეფ ბეზოსი - $81.7 მილიარდი
3.მარკ ცუკერბერგი - $69.6 მილიარდი
4.ლარი ელისონი - $59.3 მილიარდი
5.ლარი პეიჯი - $43.9 მილიარდი
6.სერგეი ბრინი - $42.7 მილიარდი
7.ჯეკ მა - $37.4 მილიარდი
8.მა ხუატენი - $36.7 მილიარდი
9.სტივ ბალმერი - $32.9 მილიარდი
10.მაიკლ დელი - $22.4 მილიარდი