Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთი ხილის იმპორტზე გადასახადების გაზრდას გეგმავს - გავლენა საქართველოზე

BM.GE
10.12.20 09:25
497
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლის, მსხლის, კომშისა და ქლიავის იმპორტზე გადასახადი გაზარდოს. როგორც East fruit წერს, რუსეთის ფედერაციამ ხილის და კენკრის 2023 წლამდე განვითარების გეგმა დაჩქარებული წესით ახლახანს დაამტკიცა. გამოცემის ცნობით, შემუშავებული დოკუმენტი შიდა წარმოების განვითრებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ითვალისწინებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა ხილის მწარმოებელ ქვეყნებს რუსეთში იმპორტზე უფრო მაღალი საბაჟო გადასახადების გადახდა მოუწიოთ. საქართველოში არსებული ბიზნესების წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთის ბაზარი თავისი არასტაბილურობით მუდმივად გამოირჩეოდა, რასაც ბიზნესი უკვე შეეგუა. თუმცა ხილის ყველა ექსპორტიორი იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაძვირებას ბიზნესის საფრთხედ აფასებს.