Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება არ იგეგმება

BM.GE
07.03.22 18:49
503
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა უკვე სახეზეა, თუნდაც ლარის კურსზე. ტურიზმზე, ფულად გადმორიცხვებზე და სხვა მიმართულებებზე კი ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ. მიუხედავად ამისა საქართველლოს პრემიერს მთავრობის სხდომაზე დღეს არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე, ან როგორ აზღვევს მთავრობა სხვადასხვა რისკს, განსაკუთრებით იმ პოზიციის გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს. ამიტომ ამ მიმართულებით კითხვები დღეს მედიამ ვიცეპრემიერს დაუსვა.