28.Mar .2022 12:38

რუსეთმა საერთაშორისო კომპანიების კუთვნილი 800 თვითმფრინავი უკვე გადაიფორმა, 78 - "დაკარგა"

Back

დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი, ცაში მოძველებულ, არაეკონომიურ სსრკ-ს დროინდელ სამგზავრო თვითმფრინავს დააბრუნებს. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ სამი ასეთი თვითმფრინავის აწყობა S7 Airlines-თვის მალე დასრულდება. 

ამ დროისათვის ამ მოდელის არც ერთი თვითმფრინავი მსოფლიოში გამოყენებაში არ არის. აღნიშნულმა მოდელმა ბოლო ფრენა 2011 წლის იანვარში შეასრულა. გარდა ამისა, რუსეთმა საერთაშორისო კომპანიების კუთვნილი 800 თვითმფრინავი უკვე გადაიფორმა, 78 კი, "დაკარგა". 

რა გავლენა აქვს ომს ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საჰაერო ტრაფიკზე? რა მდგომარეობაა რუსეთის ცაზე და როგორ აპირებენ ოპერირებას ავიაკომპანიები საქართველოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე?