Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

BM.GE
27.06.22 16:49
257
რუსეთი ისტორიული დეფოლტის წინაშეა - პირველად 1918 წლის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. სწორედ დღეს, 27 ივნისს ამოიწურა ვადა, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის პროცენტი, რაც ვერ შეძლო. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. რატომ მივიდა ოკუპანტი დეფოლტამდე? უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მას სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე შეზღუდა, შესაბამისად, რუსეთი გადარიცხვებს ვერ ახორციელებს, საკუთარ რეზერვებზე კი, რომლებიც აშშ-ში და ევროპაშია განთავსებული, წვდომა დაბლოკილი აქვს. რას ნშნავს ეს დეფოლტი და რა ცვლილებებს ველოდებით?

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;