03.Oct .2022 12:17

რუსი მიგრანტების ეფექტი სავაჭრო ცენტრებზე

Back

თიბისი კაპიტალი მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 22-27 სექტემბრის პერიოდში, თიბისი არხების მეშვეობით, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და წლიურად 8% შეადგინა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა 26%-ს უტოლდება. 

უნაღდო დანახარჯების დინამიკა 22-27 სექტემბრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯები მცირედით შემცირდა და ზრდამ 32% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. სექტორების მიხედვით კი თიბისი არხებით განხორციელებული დანახარჯების სურათი ასეთია: რესტორნებსა და კაფეებში, უნაღდო დანახარჯების ტემპი შემცირდა და 2021 წელთან შედარებით 37% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე სტაბილურია და 29 ლარს უტოლდება; უნაღდო დანახარჯები გართობაზე, მცირედით გაიზარდა და წლიურმა ზრდის ტემპმა შეადგინა 74%; ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მნიშვნელოვნად შემცირდა და 3% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება 110 ლარამდე გაიზარდა; სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯები სტაბილურია და წლიურმა ზრდამ 22-27 სექტემბრის პერიოდში 10% შეადგინა.

რა სურათია სავაჭრო ცენტრებში და რამდენად აისახება გაზრდილ მიგრანტთა რიცხვი ვაჭრობის მაჩვენებლებზე?

სტუმარი: ნიკა ცინცაძე - "გალერეა თბილისის" ხელმძღვანელი.