10.Mar .2022 18:33

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში

131
Back

: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში. მათივე განმარტებით, კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა კავშირები მსხვილ რუსულ კომპანიებთან და ინდივიდებთან, მაგალითად, "როსტელეკომი", "გაზპრომი" და მიხაილ ფრიდმანი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები არიან „ქართული ოცნების" შემომწირველთა სიებში და გამარტივებული წესით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს.