Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსული მიგრაციის ეფექტი

BM.GE
19.04.23 11:28
124
რა გავლენა აქვს რუსულ მიგრაციას საქართველოს ეკონომიკაზე? რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, გასულ წელს საქართველოს საზღვარი 1,4 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც საქართველოში რუსეთის 115 000 მოქალაქე იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოეთის 1,1 მლნ მოქალაქე შემოვიდა, მათგან ყველაზე მეტმა - 298 ათასმა ადამიანმა რუსეთიდან გადმოკვეთა საზღვარი, რაც წლიურად სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთის მოქალაქეების ეს ნაკადი პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებლებსაც აღემატება და 5%-ით აჭარბებს. 

საქართველოში რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა სავალუტო შემოსავლები. მასში რუსეთის წილი მომატებულია ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილების ხარჯზე.

მარტში საქართველოში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს. გასულ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით საქართველოში 224 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 728%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება. 

თიბისი კაპიტალი ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა ისიც, რომ თიბისის მომხმარებელი მიგრანტების უმრავლესობა- 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. 

მიგრანტების ქვეყანაში დარჩენა კარგად დაეტყო უძრავი ქონების ბაზარს. კვლავ თიბისი კაპიტალს თუ დავეყრდნობით, 2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისში და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში კი რუსეთის მოქალაქეები გაყიდული ბინების 24% - ს ფლობენ. მიგრანტების ქვეყანაში დარჩენას გავლენა ჰქონდა ქირის ფასის ზრდაზე, ასევე სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე გაზრდილ მოთხოვნაზე და ა.შ.

სექტორის აღდგენასთან ერთად მიგრაციულ ტალღას უკავშირდება რეკორდული შემოსავლები ტურიზმშიც. გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 3,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. მათ ქვეყანაში გასულ წელს 891 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

მიგრაცია, როგორც ეკონომიკის ბუსტერი - რა დადებითი და უარყოფითი გავლენა აქვს მას ეკონომიკაზე?

სტუმრები: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;
მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;