Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქუთაისს, ქართუმ მფლობელობაში ბავშვთა რაგბის აკადემია და სავარჯიშო დარბაზები გადასცა

5a71b54050d91
BM.GE
31.01.18 16:22
1014
ქუთაისს, ფონდმა ,,ქართუმ“ მფლობელობაში ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები გადასცა. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად რაგბის აკადემია დაათვალიერა.

,,მადლობა ფონდ ,,ქართუს“ ასეთი საჩუქრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, სარაგბო აკადემია აშენდა ქუთაისში და ამ სპორტით დაინტერესებულ მოზარდებს საშუალება ეძლევა თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსში ისწავლონ“-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.