„არ არსებობს რეგულაცია, თუ რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი“ - სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე „ქალების ნარატივში“
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მათ შორის სილამაზის სალონებს მუსიკის ჩართვაში ჰონორარის გადახდას სთხოვს; რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი?
-ეს კითხვა მეც მაწუხებს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი და წინა პლანზე წამოსაწევი პრობლემები არსებობს სილამაზის სფეროში. არ არსებობს ელემენტარული რეგულაცია, როგორ და რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი. როცა გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის წევრი ქვეყანა, ხელი მოწერილია ასოცირების ხელშეკრულებაზე, მივილტვით იმისკენ, რომ ვიყოთ მოწესრიგებული ქვეყანა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს რეგულაცია არ გვაქვს. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ თავიდანვე მოწესრიგებულად გახსნან ობიექტი, არ აქვთ მოცემული ის სტანდარტები, თუ რა გაითვალისწინონ. რაც შეეხება მუსიკის ნაწილს, ამას კანონიერი საფუძველი აქვს. მუსიკის ჩართვის წესებს აქვს რეგულაცია. როგორც კი ეს საკითხი გაჟღერდა, გვქონდა კომუნიკაცია. ეს პანდემიამდე დაიწყო. ამის დარეგულირებაში ორი ასოციაციაა ჩართული. ჩვენ გავიარეთ საკითხთან დაკავშირებული კითხვები. მაგალითად - თუ მე ჩემს ნაყიდ ტელევიზორში ვრთავ მუსიკას, ვრთავ Youtube-ზე, სადაც უფასოდ მოსმენა შესაძლებელია, რატომ უნდა გადავიხადო თანხა?პასუხიაიყო - მოუსმინე რასაც გინდა, თუ ის შენს ბიზნესინტერესებს არ ემსახურება. ერთადერთი, შეგვიძლია გავაჟღეროთ უფასოდ, თუ ავტორი ან კომპოზიტორი 70 და მეტი წლის გარდაცვლილია.
-როგორია გადასახადი?
-ეს დაკავშირებულია მოცულობაზე, ადამიანების რაოდენობა და ა.შ. თანხა მერყეობს 35 ლარიდან ზემოთ და შეიძლება 70-80 ლარამდეც ავიდეს. ეს არის ყოველდღიური გადასახადი. ეს რთულია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გაძვირდა პროდუქცია, მაგრამ ვერ ვაძვირებთ სერვისს, რადგან მიმართვიანობა ისედაც შემცირებულია. ასევე, გაზრდილია კომუნალური ხარჯები. ასევე გასათვალისწინებელია კანონი შრომის უსაფრთხოების ვალდებულების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხარჯებთან ესეც დაკავშირებულია. უამრავი ხარჯი გროვდება.
-გამოსავალს სად ხედავთ; რა გეგმა გაქვთ?
-შეგვიძლია ვედავოთ მას, ვინც კანონი მიიღო, მაგრამ კანონის წინაშე უძლურები ვართ. გაჟღერდა სპეციალური შემოთავაზებაც, ვნახოთ რას მოიმოქმედებენ. იქნებ, საშეღავათო პერიოდი ან ფასდაკლებული ტარიფი მაინც შესთავაზონ ამაზე სალონებს.
-მომსახურების ფასების მხრივ, ახლა რა მდგომარეობაა სალონებში?
-პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, რეგულაციების დაცვისთვის, ბევრი რამის დამატება მოგვიწია, თუნდაც, დეზობარიერის. ამან მომსახურების ფასის დაახლოებით 10-15%-ით ზრდა გამოიწვია. თუმცა, ეს მაჩვენებელი ყველა ობიექტს არ ეხება. ახლა გადარჩენაზე ვზრუნავთ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე, ფასების ზრდა არ იგეგმება.
-მესამე „ლოქდაუნის“ მოლოდინთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება გაქვთ?
-გვაქვს კომუნიკაცია და ამაზე ზუსტ პასუხს ვერ ვიღებთ. აღვნიშნავ, რომ სალონები იცავენ რეგულაციებს ობიექტებზე. მეორე „ლოქდაუნისას“ არ დავკეტილვართ და არ გამიგია, სალონიდან ჩამოყალიბებული კლასტერი. მეორე მხრივ კი, იმიტომაც არ უნდა დავიკეტოთ, რომ ამ დროს, აქტიურდება სახლებზე ვიზიტი. ამ დროს წესებს არ იცავენ. აქ მხოლოდ კოვიდზე არაა საუბარი. აღსანიშნავია, ჰეპატიტების გავრცელების საფრთხეც. ეს ბიზნესსაც აზარალებს. უკვე შეინიშნება ამ მიმართულების წამოწევა, რადგან ის პირველი „ლოქდაუნის“ დროს გააქტიურდა. რამდენიმე ობიექტი გარკვეული გამოწვევების გამო დაიკეტა; ფედერაციამ ამ სალონებში დასაქმებულებს მივმართეთ, რომ მათ უმუშევრად არ დავტოვებდით, დავასაქმებდით, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ მათგან გამოხმაურება არ მიგვიღია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ბინებზე მომსახურება არჩიეს; ამ დროს კი წესების დაცვის საკითხი უკონტროლოა.
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November