22.Mar .2023 09:20

სად აიკრძალა TikTok-ი და რატომ?

Back

ევროპარლამენტმა სამსახურებრივ ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას წინ ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უძღოდა. აკრძალვა ძალაში ოფიციალურად გუშინ შევიდა და ის ყველა იმ კორპორაციულ მოწყობილობებზე, მობილურებსა თუ პლანშეტებზე პლანშეტებზე ვრცელდება, რომლებიც პარლამენტის მობილური მართვის პროგრამაშია რეგისტრირებული. სულ რამდენიმე დღის წინ აპლიკაცია ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთშიც აიკრძალა. თეთრმა სახლმა კი, სამთავრობო უწყებებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მათ თანამშრომლებს ფედერალურ მოწყობილობებზე ჩინური აპლიკაცია აღარ ჰქონდეთ. ეს ქვეყნები აპლიკაციას მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებასა და მათი ჩინეთის მთავრობისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. კიდევ რომელ ქვეყნებმა და რა მიზეზით აკრძალეს ტიკ-ტოკის პლატფორმის გამოყენება და რა პასუხი აქვს აპლიკაციის ხელმძღვანელობას გაჟღერებულ ბრალდებებზე?