Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აუდიტი: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ავტომანქანა დადგენილზე ძვირად შეიძინა

5a69d1705f494
მარი როჭიკაშვილი
25.01.18 17:00
797
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.
აუდიტის სამსახურმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური ანგარიში შეისწავლა და გამოარკვია , რომ დეპარტამენტის მიერ 2016 წელს შეიძიენს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის N121 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, შესყიდული ავტომანქანა შეესაბამება ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მაღალი გამავლობის ავტომანქანების კლასი II-ს, რომლის ზღვრული ფლობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 63,759 ლარს. თუმცა, შესყიდული ავტომანქანის მაჩვენებლების გათვალისწინებით, მისი ღირებულება შეადგენს 72 070 ლარს (სერვისის გაუთვალისიწნებლად), რაც აღემატება დადგენილებით განსაზღვრულს.

აუდიტის სამსახურმა სამინისტროს ფინანსური ანგარიშის კვლევა 23 იანვარს გამოაქვეყნა.