Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დირსის" ინვესტორი აგრობიზნესში შედის

5a71bd39f247b
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.18 17:00
1259
"დირსის" ინვესტორი საქართველოში ახალი მიმართულების განვითარებას აპირებს. კომპანია AS Georgia-ს დირექტორი შაჰინ მოვსუმოვი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ინვესტირებას აგროსექტორში გეგმავს. ბიზნესმენი ქართული ბიზნესგარემოთი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო ღია და გამჭვირვალე ხდება.

"საქართველო მიდის გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპით. ბიზნესგარემო წლიდან წლამდე უმჯობესდება. უკვე 6 წელია საქართველოში ვიმყოფებით, განხორციელებული გვაქვს საკმაოდ დიდი, - 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია „დირსის“ პროექტში და ვგეგმავთ სხვა სფეროებში შესვლასაც, როგორიცაა აგროსექტორი. უნდა ვთქვა, რომ თითოეული თეთრი, რომელიც საქართველოში მივიღეთ, ინვესტირდება ისევ საქართველოში.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აგროსექტორის მიმართულებით. საუბარია სათბურების მშენებლობაზე, სადაც მოვიყვანთ ბოსტნეულს, როგორიცაა: პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ასევე მარწყვი. ეს პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, ექსპორტისთვის სპარესთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში. საქართველოში ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს",- აცხადებს AS Georgia-ს დირექტორი.