Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საერთაშორისო კინოფესტივალზე Berlinale საქართველოს პოტენციალს წარადგენენ

5a87da5b5b02e
მაია ბიწაძე
17.02.18 13:30
669
საერთაშორისო კინოფესტივალზე ,,Berlinale” პროგრამა ,,გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი, რომელიც პროექტის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. სტენდს პოპულარიზაციას ქართული დელეგაცია გაუწევს, რომელიც 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ღონისძიებაში.

"ამჟამად "ბერლინალეზე“ იმყოფება ჩვენი გუნდი, რომლის მიზანიცაა ევროპელ კინომატოგრაფებთან პოპულარიცაზია მოახდინონ ჩვენი პროგრამის და საქართველოს როგორც ლოკაციის. ამ მიზნით ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან: მსხვილ სტუდიოებთან, პროდიუსერებსა და ლოკაციის მენეჯერებთან... პარალელურად ასეთი აქტივობები ბევრი გვაქვს საქართველოშიც, მაგალითად, შემოდგომაზე ჩამოყვანილი გვყავდა ჰოლივუდელი ლოკაციის მენეჯერები, რომ მათი ფილმებისთვის შეგვეთავაზებინა საქართველო, როგორც საინტერესო გადასაღები მოედანი და შესაბამისად უკვე გვაქვს რაღაც პროექტებზე მოლაპარაკებები, რომელსაც ჯერ ვერ დავასახელებ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თუმცა საკმაოდ ფართომაშტაბიან და მსხვილ პროექტებზეა საუბარი... „ - განუცხადა Bm.ge-ს პროექტ ,,აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ოთარ ანთიამ.

"აწარმოე საქართველოში“ უკვე ორი წელია მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში, ათი ფილმის გადაღება განხორციელდა, პროექტის ფარგლებში.

"ორი წელია პროექტი "აწარმოე საქართველო“ ჩართულია კინოს წარმოების ნაწილში. დღეის მდგომარეობით ათი უცხოური კომპანიაა ამ პროექტში ჩართული, აქედან ცხრა დასრულებულია, საერთო ჯამში ინვესტიციის რაოდენობა 18 მილიონ ლარს აღწევს, რაც დახარჯეს საერთაშორისო კინომწარმოებლებმა საქართველოში კინოების გადაღებისას, სულ 1900-მდე ადამიანი იყო ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებული... რაც შეეხება ქვეყნებს, ათიდან 4 ინდური პროდუქციაა, დანარჩენი კი ევროპული პროდუქციებია, როგორიცაა საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, ირლანდია, ნორვეგია, მათ შორის იყო ნანა ექვთიმიშვილის ფილმი ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომლის პრეზენტირებაც "სანდესის“ კინოფესტივალზე მოხდა, ეს იყო ჩვენი პირველი ბენეფიციარი... „ - განაცხადა ოთარ ანთიამ.

აღნიშნული გამოფენა კინოინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის 15 000 სპეციალისტი ესწრება.