Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიური წელი ₾47 6 მლნ იანი მოგებით დაასრულა

BM.GE
05.04.21 15:04
391
სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიურ ჭრილში ზრდა 90%-ია. კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 667,3 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ზრდა 6,7%-ია. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 172,5 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 157 მლნ ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 915 მლნ ლარია, კაპიტალი 279 მლნ ლარი. ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მათგან ერთის გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

სტუმარი: გიორგი ბარათაშვილი - ”ალდაგის” გენერალური დირექტორი