Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

BM.GE
25.09.20 15:18
612
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სადაზღვევო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო მოცულობა 4 მილიონ 200 ათასი ლარიდან 7 მილიონ 200 ათას ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

ზედამხედველის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 15 სადაზღვევო კომპანიის მიერ მათდამი გაგზავნილი მიმართვა, სადაც სექტორი ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადებას ითხოვდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოსა და ბიზნესის შეხვედრას პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილიც ესწრებოდა.