02.Dec .2021 19:23

სადაზღვევო სექტორი მთავრობას ე.წ დაშენებული პაკეტების შემოღებას სთავაზობს

Back

სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა მთავრობას მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება და ამ პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა იყო სწორედ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში  გამართული შეხვედრის თემაც. სადაზღვევო კომპანიები ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემაში მათი როლის გაზრდას სთავაზობს.