Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პროფესიები მომავლისთვის" - პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

59f3064606405
BM.GE
27.10.17 14:10
957
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, 31 ოქტომბერს, 11 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”  პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართება.

საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი ჯეისონ გრეგორი, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორი საერთაშირისო კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც ასახავს 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლის უნარ–ჩვევებზე ისაუბრებს. კვლევა ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და კატერინა ნტეპი, კომპაქტის განხორციელების დეპარტამენტის მმართველი დირექტორი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია MCC.

კონფერენციაზე მოწვეულია 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განხილული იქნება ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმობა.
16:00 საათიდან გაიხსნება პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა, სადაც 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაციას გააცნობს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.