Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზამთრის საუკეთესო კურორტები ევროპაში

5a23c96558758
BM.GE
03.12.17 15:00
1344
გამოცემამ European Best Ski Resorts ევროპის 2018 წლის საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების სია გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგი მსოფლიოს მოგზაურთა მიმოხილვას ეფუძნება. ვიზიტორები ზამთრის იმ კურორტებს აფასებენ, სადაც საუკეთესო სათხილამურო ტრასებია, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის. 2018 წლის ევროპის საუკეთესო ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების რეიტინგის პირველ და მეორე პოზიცია საფრანგეთის კურორტებს ხვდათ წილად, ხოლო სამეული იტალიამ დაასრულა.

პირველ ადგილზე კურორტი ვალ-ტორანსია, რომელიც 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც რეგიონში ყველაზე მაღალმთიანია. კურორტზე 1000-მდე სათხილამურო ტრასაა.

ევროპის 2018 წლის საუკეთესო ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების სიის ტოპ-ათეული ასეთია:

1.Val Thorens საფრანგეთი
2.Alp d’Huez - საფრანგეთი
3.Livigno - იტალია
4.Montgenevre - საფრანგეთი
5.Avoriaz საფრანგეთი
6.Saalbach Hinterglemm - ავსტრია
7.La Plagne - საფრანგეთი 
8.Valloire - საფრანგეთი
9.Crans Montana - შვეიცარია
10.Contamines Montjoie - საფრანგეთი