Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-მა ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი დაამტკიცა

5a91284809a03
მარი როჭიკაშვილი
24.02.18 16:08
746
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი დაამტკიცა.

წესი ძალაში 20 თებერვალს შევიდა, რომლის მიხედვით, აღიარებული ორგანიზებული ბაზრის სტატუსი მიენიჭება ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას, მის სეგმენტს ან სხვა ორგანიზებულ ბაზარს. სტატუსის მინიჭების და რეგულირების განხორციელების უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს.

წესის მიხედვით, აღიარებული ორგანიზებული ბაზრის/აღიარების მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრები უნდა სარგებლობდნენ კარგი რეპუტაციით და უნდა გააჩნდეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ შეძლონ ორგანიზებული ბაზრის ეფექტური მართვა და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ასევე აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარს უნდა გააჩნდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და არადისკრიმინაციული წესები, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

აღიარებულმა ორგანიზებულმა ბაზარმა, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ სავაჭროდ დაშვების წესის მოთხოვნების დაცვა.

წესის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პერიოდულად შეამოწმოს აღიარებული ორგანიზებული ბაზრის შესაბამისობა აღიარების კრიტერიუმებთან და შესაბამისი ზომები გაატაროს.