Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში

5a337b9ea459a
BM.GE
15.12.17 11:35
838
წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069 ლარია. ყველაზე მაღალი ხელფასი სამშენებლო, ხოლო ყველაზე დაბალი კი განთლების სექტორში ფიქსირდება.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით ხელფასები შემდეგნაირად ნაწილდება:

• სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 742 ლარი
• თევზჭერა, მეთევზეობა - 780 ლარი
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1337 ლარი
• დამამუშავებელი მრეწველობა - 918 ლარი
• ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1224 ლარი
• ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 935 ლარი
• სასტუმროები და რესტორნები - 818 ლარი
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1329 ლარი
• საფინანსოსაქმიანობა - 1861 ლარი
• ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1221 ლარი
• სახელმწიფო მმართველობა - 1296 ლარი
• განათლება - 565 ლარი
• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 958 ლარი
• კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი
  მშენებლობა - 1999 ლარი