Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ავანსის დღგ-თი დაბეგვრის საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ მთავრობის წინაშე"

5a71c8e3248b5
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.18 19:12
1100
"ავანსის დღგ-თი დაბეგვრის საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ მთავრობის წინაშე“,- ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.  მისი თქმით, ახალი რეგულაცია, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდა, თავიდან გაცილებით მეტ პრობლემას ქმნიდა.

"თავიდან უფრო პრობლემას ქმნიდა. ბოლო პერიოდში ნაკლებად გვესმის პრობლემები ამ კუთხით. არგუმენტირებული პასუხი მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე ამის გადახედვა არ მოხდება", - განაცხადა ფხაკაძემ.

იმას, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ბიზნესს მდგომარეობას ურთულებს, აცხადებდა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.

"ჩვენი პოზიციაა, რომ შეფასდეს მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგები და თუ არის კიდევ ასეთი რისკის მატარებელი სხვა დარგი, იქ უნდა დარჩეს ავანსების დღგ-ით დაბეგვრის სისტემა ძალაში",- აცხადებდა ზურაბ ძნელაშვილი.