Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მინისტრის მოადგილე: გაზრდილი ტარიფები ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს

5a4637bf765fa
BM.GE
29.12.17 16:38
748
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს, - ასე აფასებს ტარიფების ზრდას Bm.ge-სთან საუბრისას.

"ვფიქრობთ, რომ სემეკის მიერ დადგენილ ახალ სამომხმარებლო ტარიფებში გათვალისწინებულია მთავარი კომპონენტი - ინვესტიციები, რომელიც ამ კოპანიებმა უნდა განახორციელონ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ეს ინვესტიციები აუცილებელია იმისთვის, რომ იყოს უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგება ჩვენი აბონენტებისთვის. შესაბამისად, ამ ინვესტიციების გარეშე, იმ მზარდი მოთხოვნის პირობებში, აუცილებელია როგორც ქსელის რეაბილიტაცია, ასევე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და შექმნა. ეს კომპონენტები იყო ძირითადად ჩადებული ახალ ტარიფში", - განაცხადა მიქაუტაძემ და დასძინა, რომ ტარიფში იმ დოზით არის გათვალისწინებული ინვესტიციები, რომ იყოს გენერაციის ობიექტების შეუფერხებელი მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან "თელასის" აბონენტებისთვის 1 კვტ.სთ ელექტროენერგია დაახლოებით 1.56 თეთრით გაძვირდება, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის კი - 1.28 თეთრით.