Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ მივიღოთ მოგზაურობით სიამოვნება და ფული ერთდროულად

5a8959373bd8a
მარიამ ადამია
18.02.18 14:43
922
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა როგორც ავიაბილეთების, ასევე სასტუმრო ნომრების ღირებულებამ, რაც ცხადია ზრდის მოგზარობისთვის საჭირო ხარჯებს, თუმცა არსებობს გზები, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ მოიაროთ მსოფლიო ისე, რომ ფული პირიქით, აქეთ გადაგიხადონ.

მაგალითად, ამ შესაძლებლობით სარგებლობენ ტურისტული გიდები, რომლებსაც საკმაოდ მრავალფეროვანი და სანახაობებით დატვირთული ცხოვრება აქვთ. თუმცა პროფესიას თავისი მინუსებიც აქვს, რაც გულისხმობს, რომ გიდებს მუშაობა უწევთ მხოლოდ ტურისტულ სეზონებზე როგორც წესი და ისიც მთელი დღის განმავლობაში, შესვენების გარეშე.

გარდა ამისა, პროფესია არც ისე მარტივია, რადგან სპეციალისტი აუცილებლად უნდა ფლობდეს როგორც უცხო ენების ასევე სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის ღრმა და ამომწურავ ინფორმაციას. თუმცა ეს მხოლოდ ტურისტულ გიდებს არ ეხება, რადგან ანალოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო ექსპორტ-იმპორტით დაკავებული ადამიანებისთვისაც. ეს არის კიდევ ერთი გზა თუ როგორ გამოიმუშაოთ ფული მოგზაურობით. ანუ სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი, ეგზოტიკური და საინტერესო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მათ შესაძლებლობა ეძლევათ მოიარონ მსოფლიო და პარალელურად ბიზნესიც აწარმოონ.

კიდევ ერთი გზა უფასოდ მოგზაურობის - ჟურნალისტობაზე გადის, განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში თუკი სტატია ან რეპორტაჟები კონკრეტულად მოგზაურობას ეხება. ამავე პრივილეგიით სარგებლობენ ბორტგამცილებლებიც, რომლებსაც გარდა მაღალი ანაზღაურებისა, ასევე საშუალება აქვთ უფასოთ ამოგზაურონ ოჯახის წევრებიც კი, თუმცა ისინი ცაში თვის განმავლობაში, ჯამში 80 საათს ატარებენ.