Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები თებერვალში გაერთიანდება

5a68956e32a7c
ელენე გოგბერაშვილი
24.01.18 18:42
801
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების პროცესი თებერვლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ bm.ge-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განუცხადა. რა თანხები დაიზოგება სამინისტროების შერწყმის შედეგად, ამ ეტაპზე უცნობია. მინისტრი ამბობს, რომ თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღნიშნულ უწყებებში, გაერთიანების შემდეგად გააგრძელებენ მუშაობას.

"ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს შერწყმის პროცესი შიდა დონეზე. ახლა ვიწყებთ განხილვებს. ამის შემდგომ გვექნება, დაახლოებით ერთთვიანი პერიოდი, როცა დავასრულებთ სამინისტროების ცენტრალური აპარატის შერწყმის პროცესს. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოს სამინისტრო ახალი, ჩამოყალიბებული ოპტიმალური ცენტრალური აპარატით და სტრუქტურით შეძლებს მუშაობის გაგრძელებას",-აცხადებს ლევან დავითაშვილი.