Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკითხი კომპლექსურია - ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი „ბორჯომის“ გაჩერებაზე

BM.GE
04.05.22 15:36
254
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ქვეშ მოჰყვა კომპანია აიდიეს ბორჯომიც, რადგან 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

სანქციების გამო ბორჯომს ანგარიშებთან წვდომა შეზღუდული აქვს, რის გამოც, კომპანიამ 29 აპრილიდან ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეაჩერა. დღეს ბორჯომის საწარმოში დასაქმებულებმა აქციაც გამართეს, ისინი შრომით ხელშეკრულებაში ცვილებებთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელთან ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ქარხნების გაჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიამ დასაქმებულებს თანამშრომლობის ახალი პირობები შესთავაზა, რომელის მიხედვით დასაქმებულები ქარხნის გაჩერების პერიოდში ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე არსებული 100%-ისა. „ბორჯომის“ თანამშრომლები ახალ პირობებს თანხმდებიან, თუმცა სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას და ხელშეკრულების ვადის 3 თვით განსაზღვრას ითხოვენ.

დღეს “ბორჯომის” თემაზე პირველად გააკეთა კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა,. რომელიც ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე იმყოფებოდა. რას ამბობს მინისტრი, ბორჯომთან დაკავშირებით პრემიერის დაანონსებულ “სასიამოვნო სიახლეზე”?