Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თუ ვინმეს ნეგატიური გამოცდილება აქვს ბანკთან, ამისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს"

5a6b23bd76861
BM.GE
26.01.18 16:43
923
თუ დღეს ვინმეს ნეგატიური გამოცდილება აქვს ბანკთან, ამისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ასე უპასუხა კიკორიამ პრეტენზიებს, რომელიც სამშენებლო კომპანიების ნაწილს აქვს. კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ბანკები პროექტების დაფინანსებაზე უარს ეუბნებიან და მსგავს პროექტებს თავიანთი არაპროფილური ბიზნესით თავად ახორციელებენ.

"სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, გასული წელი ამაზე საუბარს დაეთმო. აქ მეორე მხარეც არის, საბანკო სექტორის დაკრედიტება სამშენებლო სექტორში 2 მილიარდ ლარზე მეტია. თუ დღეს ვინმეს გარკვეული ნეგატიური გამოცდილება აქვს ბანკთან, ამისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს. არის კონკურენციის სააგენტოც, სასამართლო, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურა",- აცხადებს კიკორია.

მისივე თქმით, საბანკო ჯგუფების რეგულირების მიზნით ამ მიმართულებით გაჩნდა გარკვეული ჩანაწერები კანონში, რომელიც ბანკის ტოპმენეჯერს კონკრეტული ინფორმაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას უკრძალავს.

"მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში - კომერციული ბანკების ადმინსტრატორებს, ანუ მაკონტროლებელ პირებს (აქციონერებს, საბჭოს წარმომადგენლებს, ტოპ მენეჯერბს) ვინაიდან მათ სექტორის ინფორმაციასთან წვდომა აქვთ, აეკრძალათ ასეთი ინფორმაციის გამოყენება სხვა სექტორში უპირატესობის მისაღებად. ამის უკან დგას ის, რომ სები გააკონტროლებს, თუ რა ინფორმაციასთან აქვთ წვდომა ამ პირებს.

ჩვენ მოცემული გვაქვს გარკვეული ვადა, რომ შესაბამისი მექანიზმები შევიმუშაოთ სანქციების ჩათვლით და აღნიშნული საკითხი ამ პერიოდში უფრო გამჭვირვალედ და თვალსაჩინოდ იქნება დასრულებული. დრო პირველი კვარტლის ბოლომდე გვაქვს",- აღნიშნა კიკორიამ.