Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ახალ ზოოპარკს დამთვალიერებლების მიღება, სავარაუდოდ, ზაფხულში შეეძლება

5a2fa7f369cc5
სალომე მეცხვარიშვილი
15.12.17 12:24
759
თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკს დამთვალიერებლების მიღება, სავარაუდოდ, ზაფხულში შეეძლება. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე საქმის კურსთან აცხადებს, რომ თბილისის მერიასთან საუბარი ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა, მათი გეგმაა, რომ კავკასიური ექსპოზიცია ზაფხულში გაიხსნას. საუბარია დაახლოებით 10 ჰა. ტერიტორიაზე.
ზურაბ გურიელიძის თქმით, ადგილზე წარმოდგენილი იქნებიან ირმები, დათვები, მგლები, ფოცხვერები და ა.შ.

დიდი ზომის ფრინველებისთვის გაკეთდება დაახლოებით 2000 კვ.მ. ფართობის 15 მეტრი სიმაღლის ვოლიერი.

ამჟამად ახალი ზოოპარკის ადგილზე ჯიხვების ვოლიერის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი ზოოპარკის პროექტი 48 ჰა ფართობს მოიცავს, კავკასიური ექსპოზიცია კი დაახლოებით 10 ჰა-ია.

დანარჩენი სივრცეების განვითარება ეტაპობრივად მოხდება. ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით შენდება და ის დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.