Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: მაკონტროლებლები "გზაში არიან" და წამოგვეწევიან

5a33cd2f2c0c6
თელარა გელანტია
15.12.17 17:22
1169
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი ბიზნესისთვის არსებულ გამოწვევებს ასახელებს.

"ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილმა გამოწვევებს შორის სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე, უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი და სხვა რეგულაციები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, "გზაში არიან".

"ესენი არიან ახალ-ახალი მაკონტროლებლები, რაც ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის. მაგალითად, ენის სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ასევე იქმნება შრომის ინსპექცია; გასაგებია, რომ მაკონტროლებლები ევროპაშიც არიან, მაგრამ კომპეტენციები უნდა გაიმიჯნოს და რეგულაცია ბიზნესისთვის შემზღუდველი და დამთრგუნველი არ უნდა იყოს. შრომის უსაფრთხოებას რომ კონტროლი სჭირდება, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ შრომის უფლებებზე რომ სახელმწიფომ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იზრუნოს, ეს ჩვენთვის მიუღებელია; კიდევ იყო მოსაზრება მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტზე და ა.შ. ჯერჯერობით, ეს მიძნებული თემაა, მაგრამ ალბათ გაიღვიძებს... მოკლედ, გზაში არიან მაკონტროლებლები და ნელ-ნელა წამოგვეწევიან“, - აცხადებს ზურა ძნელაშვილი.