Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მედიკამენტებზე ანოტაციის ქართულად დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

no photo
სალომე მეცხვარიშვილი
16.11.17 15:06
1039
მედიკამენტებზე ანოტაციის ქართულად დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში თბილისის საკრებულომ შეიტანა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზანია, ისეთი სამართლებრივი რეგულაციის შემოღება, რომლითაც მოხდება მომხმარებლისთვის მედიკამენტის ანოტაციაზე დატანილი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე მიწოდება.

"მომხმარებელს დღეის მედიკამენტებზე ანოტაციის ქართულად დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდესარ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს, რადგან საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე, რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კონკრეტული პროდუქცის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას",- ნათქვამია კანონპროექტში. აქვე აღნიშნულია, რომ ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე საქმის კურსთან განმარტავს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით, ანოტაციის ქართულ ენაზე მიღება აფთიაქებში შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში და ეს სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

თავად აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ქართული ანოტაციების თემა გასააქტიურებელია, თუმცა, არა იმ რედაქციით, როგორსაც პარლამენტს საკრებულო სთავაზობს.

"გარკვეული ცვლილებები მაინც არის აუცილებელი. შესაძლოა დავავალდებულოთ აფთიაქები, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოკრული ინფორმაცია, რომ ქართულად ანოტაციის მიღება შესაძლებელია. ამასთან, სავალდებულოდ უნდა მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება, რომ შესაძლებელია ანოტაციის ქართულად მიღება.

ყველა რომ დავავალდებულოთ, რომ მედიკამენტზე იყოს ქართული ანოტაცია... არ არის საქართველო იმხელა ბაზარი, რომ დიდმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიებმა "თავი შეიწუხონ" და გააკეთონ ანოტაცია. ისინი აღარ მიიღებენ არც ტენდერებში მონაწილეობას და არ დააინტერესებთ ბაზარი. ან ძალიან გააძვირებს ეს მედიკამენტებს და ორივე შემთხვევაში მომხმარებლის ინტერესი ზიანდება",- აცხადებს აკაკი ზოიძე.

მსგავსი ინიციატივა საქართველოს პარლამენტში რამდენიმე წლის წინაც განიხილებოდა, თუმცა, კანონპროექტს ზოგიერთი სააფთიაქო ქსელი ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ეს მედიკამენტების გაძვირებას გამოიწვევდა. საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანო შეთანხმდა, რომ ქართული ანოტაციის მიღება მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში აფთიაქში შეუძლია.