Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამეფო ზარაფხანა სმარტფონებიდან ოქროს გამომუშავებას იწყებს

BM.GE
27.10.21 09:40
198
ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა ძველი ელექტრონული მოწყობილობებიდან, მათ შორის მობილური ტელეფონებიდან და ლეპტოპებიდან, ოქროს მოპოვებას გეგმავს. ზარაფხანის აღმასრულებელი დირექტორის, ენ ჯესოპის განცხადებით, ეს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისკენ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ყოველწლიურად ისინი ასობით ტონა ლითონს გამოიმუშავებენ.