Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქარის სადგურების მშენებლებს სახელმწიფომ შესაძლოა, ახალი მოთხოვნები წაუყენოს

59f566ddb8ce5
BM.GE
29.10.17 10:00
686
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქარის ელექტროსადგურების ქსელთან ადაპტაციის პირობების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. მისი განმარტებით, ამისთვის სპეციალური კონსულტანტია დაქირავებული.

„ჩვენი სახელმწიფო ელექტროსისტემა აქტიურად მუშაობს. შესაბამისი კონსულტანტი შეიმუშავებს ოპტიმალურ ვარიანტებს და გზებს, რათა ქარის ელექტროსადგურების სისტემაში ჩართვა მოხდეს მაქსიმალური რისკის გაწევის გარეშე და ეს ოპტიმალური გადაწყვეტები სწორედ ამ ტექნიკური კონსულტანის მიერ იქნება შემოთავაზებული, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ კონკრეტულ ზონალურ ერთეულებში გადაცემის თვალსაზრისით იქნას შემუშავებული გარკვეული შეზღუდვები თვითონ სიმძლავრის ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია, იქნას დამატებითი მოთხოვნები დაყენებული ამ ქარის დეველოპერების მიმართ, რაც გულისხმობს სწორედ ე.წ სარეზერვო ბატარეების შექმნას“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ენერგეტიკოსიების რეკომენდაციით, ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ელექტროსისტემის დატვირთვის 20%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს, რადგან ქარის ენერგიის არასტაბილური წყაროა.