სუბსიდირების პროგრამის აქტიური უტილიზაციის მიუხედავად, იპოთეკური სესხების გაცემა დეკემბერში წლიურად 15.1% -ით შემცირდა. თიბისი კაპიტალის ანგარიშშის მიხედვით, დეკემბერში სუბსიდირებული სესხების წილმა ჯამურად გაცემულ იპოთეკურ სესხებში 58% შეადგინა. ივლისის დასაწყისიდან, პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხები ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების 40% იყო.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა მთავრობამ ზაფხულში დაიწყო. პირობების მიხედვით ბენეფიციარებს სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის პროცენტის 4%–ს უფარავს. პროგრამა აქტიური 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო.
უძრავი ქონების სააგენტოს Colliers International Georgia-ს დირექტორი ირაკლი კილაურიძე ფიქრობს, რომ 2021 წლის პირველი კვარტალი დეველოპერული სექტორისთვის მძიმე იქნება. კილაურიძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება. მისივე შეფასებით სწორედ სახელმწიფოს სტიმულირების პაკეტის გავლენაა ის, რომ დღეს ქვეყანაში 2008 წლის კრიზისიგან განსხვავებით გაკოტრებული კომპანიები არ გვაყავს.
სახელმწიფოს მხარდაჭერას მცირე და საშუალო კომპანიების ბაზარზე დარჩენისა და სექტორის მდგარდობისთვის უმნიშვნელოვანესად აფასებს „საქართველოს უძრავი ქონების“ (m2) თანადირექტორი ირაკლი ბურდილაძე. „საქმიან დილასთან“ 2020 წლის შეფასებისას ბურდილაძემ განაცხადა, რომ იპოთეკების სუბსიდირებით მთავრობამ გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე დახარჯა და სასურველი იქნება მსგავსი პაკეტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც შემუშავდეს.
მიმდინარე წელთან დაკავშირებით მოლოდინების პესიმისტური აქვს მენაშენთა ასოციაციას. ირაკლი როსტომაშვილუი ფიქრობს, რომ სამშენებლო სექტორში ფასები შემცირდება და კაპიტალიზაცია დაეცემა.
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November