24.Dec .2021 18:25

სამშენებლო კომპანიას დევნილთა სააგენტოსთვის 11 მილიონის გადახდა დაეკისრა

167
Back

სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ ჯანდაცვის სამინისტროსთვის, კერძოდ, დევნილთა სააგენტოსთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 მლნ ლარის გადახდა დააკისრა. ეს ბიემჯისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი - როგორც ირკვევა, საქმე ეხება დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებას - ვალდებულება კომპანიამ ვერ შეასრულა. მეტის გარკვევას დღეს თელარა გელანტია ცდილობდა და ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თელარა გისმენთ - მსგავსი ფაქტები ხშირი არაა, ძირითადად, სახელმწიფო უწყებებს უწევთ ხოლმე ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა - რასთან გვაქვს საქმე?