Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნისთვის ტარიფები დამტკიცდება

5a0c24d4f0fab
BM.GE
15.11.17 15:24
838
ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის (TMTM) გენერალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დღის წესრიგში შედიოდა 2018 წლის ბაქო-თბილისი-ყარსის ტარიფების შეთანხმება და დამტკიცება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დერეფანში მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელიც.

ნავარაუდევია, რომ რკინიგზის მეშვეობით წლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება გადატანილი. საწყის ეტაპზე კი ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა ერთ მილიონამდე მგზავრსა და 6,5 ტონა ტვირთს გადაიტანს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება .