Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო დანაზოგების ნაწილი უცხოურ აქტივებში ჩაიდო - რას ვიგებთ?

BM.GE
13.06.22 11:25
250
როგორ გროვდება ჩვენი საპენსიო დანაზოგები? დაგროვებითი სისტემაში მილიონ 270 ათასაზე მეტი ადამიანია ჩართული, 2019 წლიდან დღემდე ფონდში თითქმის 2.4 მილიარდი ლარია მობილიზებული. ეს ის თანხაა, რომელიც 2–წელიწად ნახევრის განმავლობაში სახელმწიფომ, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა შეაგროვეს, პლუს ის დარიცხული სარგებელი, რომელსაც საპენსიო სააგენტო სხვადასხვა აქტივებში ინვესტირებით აგენერირებს. წელიწად–ნახევრის განმავლობაში მოქალაქეების დაგროვილი საპენსიო თანხები ბანკებში, დეპოზიტებზე იდო და სარგებელი ერიცხებოდა, თუმცა საპენსიო სააგენტომ უკვე 2 თვეა ინვესტირება უცხოურ აქტივებშიც დაიწყო. ამ საქმეში საპენსიო სააგენტოს JP Morgan–ი ეხმარება. 

სად და რამდენი მილიონი ლარია განთავსებული უცხოურ აქტივებში, რამდენი ადგილობრივ ბაზარზე და რა ამონაგებს ელოდება საპენსიო სააგენტო ინვესტიციებიდან? 

სტუმარი: გოგა მელიქიძე – საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;