29.Nov .2021 18:31

საპენსიო სააგენტო მანდატის გაფართოვებაზე ფიქრობს

Back

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო მანდატის გაზრდას ითხოვს და მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობას იწყებს. სააგენტოს მესვეურებს სურთ, შერბილდეს დაწესებული შეზღუდვები და საპენსიო დანაზოგების ინვესტირება უფრო მეტ ფინანსურ არხში შეძლონ, რაც მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირებს - მარტივად რომ ვთქვათ, მეტი პენსიის დაგროვებას შეძლებენ. სად არის დაბანდებული დღეს საპენსიო დანაზოგები და რა მიმართულებით ითხოვს საპენსიო სააგენტო მანდატის გაფართოვებას?