Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომობილების მფლობელებს ლონდონში გადასახადი დაუწესდათ

59eddafeadccd
BM.GE
23.10.17 16:02
934
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დღეიდან იმ ავტომობილების მფლობელები დაჯარიმდებიან, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. ქალაქის მთავრობა მათ "ჯარიმა ტოქსიკურობისთვის" დააკისრებს, რომელიც ძალაში 7:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება. ქალაქის მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებით დედაქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება.

ძველი ავტომობილების მფლობელები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უფასოდ ვეღარ შევლენ. ფინანსური ვალდებულება დაახლოებით 6 500 ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომობილს დაეკისრა, რომლებსაც გამონაბოლქვის მაღალი დონე აღენიშნებათ. როგორც ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, ცვლილებას ის ავტომობილები ექვემდებარებიან, რომლებიც 2006 წლამდე არიან დარეგისტრირებული. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული გადასახადი ლონდონის სატრანსპორტო სისტემის ბიუჯეტს ყოველწლიურად 65 000 ფუნტით შეავსებს. თუმცა, კრიტიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჯარიმა ქალაქის ყველაზე ღარიბ მძღოლებზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ცენტრში ისედაც ფასიანია შესვლა და სიახლით ძველი ავტომობილების მფლობელებისთვის გადასახადი კიდევ უფრო გაძვრდება.