იმპორტის საშუალო ფასი ნოემბერში წლიურად 12.8%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.8 აშშ ცენტი შეადგინა. G&T-ის ინფორმაციით, იმპორტის მოცულობის გაზრდამ 2017 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის საბალანსო ფასის წლიურად 22.9%-იანი ზრდა გამოიწვია და კვტ.სთ.-ზე 5.3 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ბაზარზე ივაჭრებოდა ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 19.6%, ხოლო დანარჩენი ვაჭრობა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა. თურქეთში 2017 წლის ნოემბერში საშუალო საბაზრო ფასი 2.9%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.6 აშშ ცენტი შეადგინა.