Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საპენსიო სესხები და ხმაურიანი განხილვები პარლამენტში - ლიბერთი ბანკის პასუხი

BM.GE
22.06.21 18:49
415
საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მსჯელობა გრძლედება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ წარდგენილი "საპენსიო სესხებთან დაკავშირებით" კანონპროექტი განიხილეს. წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს პენსიის აღების შესაძლებლობა მათთვის სასურველ ბანკში უნდა შეეძლოთ. კომიტეტზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ასევე დეპუტატები და პენსიონერები ესწრებოდნენ, ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა მათ შორის "ლიბერთი ბანკის" საპენსიო სესხზე არსებული მაღალი პროცენტი. საკომიტეტო მოსმენაზე ასევე გაჟღერდა, რომ ბანკთან მოლაპარაკებები სესხის პროცენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სტუმარი: ვაჟა მენაბდე - „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი