Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება

5a33d7e5593dc
BM.GE
15.12.17 18:09
706
ოქტომბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 47.8%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 84 710 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (7.8%-ით), ისე მეორადი (5.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (76.4%-ით), ისე მეორადი (37.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის ოქტომბერში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 26 817 ერთეული შეადგინა, საიდანაც 20 104 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 57 893 ერთეული შეადგინა, საიდანაც 10 062 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 5 901- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

2017 წლის ოქტომბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 68.3%-ს მეორადი, ხოლო 31.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს.

ყველაზე მეტი ტრანზაქცია ტრადიციულად თბილისში ფიქსირდება და ოქტომბერში მისმა რაოდენობამ 22015 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13,1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ზრდა კი საჩხერეში დაფიქსირდა. ოქტომბერში საჩხერეში 3243 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 1152.1%-ით გაზრდილი მაჩვებელია.