Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე

BM.GE
28.09.21 13:25
322
არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ქვეყნას სიღარიბის დაძლევაში ეხმარება, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში. ის მექანიზმებია უფრო ეფექტიანი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის, ნაცვლად ერთჯერადი ან თუნდაც პერმანენტული სოციალური დახმარებებისა. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ტურიზმია. ამისათვის კი, საჭიროა პოლიტიკური ნება და თანმიმდევრული-სისტემური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინკლუზიურ განვითარებას.

ბევრ განვითარებად და ნაკლებადგანვითარებულ ქვეყანაში, ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს რეგიონის მოსახლეობა იღებს. ეს საშუალებები, ადგილობრივ დონეზე თვითდასაქმების, ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების რეალიზაციის გაზრდით ჩნდება. თუმცა იმისათვის, რომ ტურიზმი ქვეყნის სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმაროს და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, საჭიროა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, სერვისი, დავამატოთ მეტი პირდაპირი რეისი, ვიქცეთ უსაფრთხო ქვეყნად, რომელიც ახალ რეალობაში ”წითელი ზონიდან” ამოსვლასაც გულისხმობს და მოიხაზოს საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე, ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად.

სტუმარი: ნინა კეკელიძე - Discover Georgia, დამფუძნებელი.