24.Jun .2022 14:41

საქართველო EU -ს კანდიდატის სტატუსის გარეშე - არის მთავრობა მზად დავალების შესასრულებლად?

Back

წვდომა EU-ს 11 პროგრამაზე, 14-მილიარდიან ფონდზე - რა დაკარგა საქართველომ კანდიდატობის ვერმიღებით? საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი საუბრობს იმ ბენეფიტებზე, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით დაკარგა. დიპლომატი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტი, რომელთანაც საქართველოს კანდიდატობის შემთხვევაში ექნებოდა წვდომა არის გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი IPA III, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთანავე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდებდა წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ. ასევე, გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტზე არის მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ. "ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნებოდა წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი." - აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი. 

რისი მიღება შეგვეძლო მოკლედ მოგიყევით, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? 

სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - დიპლომატი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;