05.Oct .2022 12:03

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

Back

19-23 ოქტომბერს მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო წელსაც ტრადიციულად წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია მწერლების შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი მთარგმნელობითი პროექტების დაანონსება, უახლესი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ერთობლივი ღონისძიებები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2022-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის ესპანეთის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში საგამომცემლო პროგრამების წარდგენისა და საავტორო უფლებების გაყიდვის მიზნით შეხვდებიან უცხოელ გამომცემლებს. 

სტუმრები: მაიკო დანელია - მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე;
თამარ ლებანიძე -"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე.