Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველო იმპორტირებულ ფქვილზე მოსაკრებელს აწესებს - რა პირობის შესრულება მოუწევს ბიზნესს?

BM.GE
29.05.23 16:52
73
მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადს აწესებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებამდე მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც მარცვლეულის ადგილობრივ მწარმოებლებს რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და დახმარების მიღების მიზნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. დარგი იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას 2021 წლის შემდეგ ითხოვს. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი. ბიზნესის რა არგუმენტები გაიზიარა ამჯერად მთავრობამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა პირობით დათანხმდნენ ბიზნესს, იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას.