Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო იმპორტირებულ ფქვილზე მოსაკრებელს აწესებს - რა პირობის შესრულება მოუწევს ბიზნესს?

BM.GE
29.05.23 23:33
60
მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადს აწესებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებამდე მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც მარცვლეულის ადგილობრივ მწარმოებლებს რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და დახმარების მიღების მიზნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. დარგი იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას 2021 წლის შემდეგ ითხოვს. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მალე დაიწყება ხორბლის მოსავლის აღების პროცესი და მნიშვნელოვანია ფერმერების დახმარება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია. მინისტრს გადასახადის იმ მოცულობაზე არ უსაუბრია, რაც იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდება. 200 ლარი ტონაზე, ეს არის ის თანხა, რომელიც ფაქტობრივად ბიზნესსა და მთავრობას შორის კონსულტაციების გზით შეთანხმებულია. ჯერ მთავრობის შესაბამისი დადგენილება არ არსებობს, თუმცა როგორც ბარაქას ხელმძღვანელი ამბობს, ეს არის ბაჟის ის მოცულობა, რაც კონკურენტულ პირობებში ჩააყენებს ხორბლის და ფქვილის იმპორტიორებს.