Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უნივერსიტეტები, სადაც უცხოელმა სტუდენტებმა სწავლა ვერ დაასრულეს

5a8948a8ad270
მეგი კავთუაშვილი
18.02.18 16:00
901
3 339 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტს საქართველოში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. 2017 წლის მონაცემები გასულ წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა. 2014 წელს სტატუსშეჩერებული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 986-ს არ აღემატებოდა, 2015 წელს 2015 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი, 2016 წელს რაოდენობამ 2 620-ს მიაღწია.

უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით სტატუსშეჩერებული სტუდენტები ასე ნაწილდებიან:

1. საქართველოს უნივერსიტეტი - 463
2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 372
3. ევროპის უნივერსიტეტი - 302
4. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 258
5. უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია -243
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 206
7. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი - 200
8. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 178
9. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 162
10. საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი - 129
11. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - 122
12. ახალი უმაღლესი სასწავლებელი - 82
13. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 72
14. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი - 66
15. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 56
16. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია- 46
17. ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი - 45
18. კავკასიის უნივერსიტეტი - 33
19. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი - 31
20. ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი - 29

სტატუსი შეუჩერდათ კიდევ 28 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც. თუმცა ცალკეულ უნივერსიტეტებში მათი რაოდენობა ორ ათეულს არ აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის.